ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა კატარი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ამიტომაც, ის სენეგალთან მატჩის განაცხადშიც არ იყო.
ინგლისის ნაკრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტერლინგი გუნდს ოჯახური მიზეზით გამოაკლდა, ბრიტანული მედია კი წერს, რომ ლონდონში ფეხბურთელის სახლი გაქურდეს, რის გამოც მან ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა ოჯახთან ერთად იყოს.
დაუბრუნდება თუ არა სტერლინგი გუნდს მუნდიალზე, ჯერჯერობით უცნობია და ეს არც გარეთ საუთგეიტმა იცის:
„სტერლინგი ინგლისში ბრუნდება. მას ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება სურს, რათა ამ სიტუაციას გაუმკლავდეს და არ მინდა, მასზე ზეწოლა მოვახდინო. დაბრუნდება თუ არა? არ ვიცი. მისთვის ახლა პრიორიტეტი ოჯახთან ერთად ყოფნაა“, - აღნიშნა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 10 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.