ფეხბურთი

16:02 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრები შესაძლოა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს

ურუგვაის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს. მას შემდეგ, რაც „სელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, დიდი ალბათობით, დიეგო ალონსო სამსახურს დაკარგავს.

ჯერჯერობით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ალონსოს გათავისუფლების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ სავარაუდოდ ეს დროის ამბავია და სამხრეთამერიკელებს არგენტინელი სპეციალისტი დაუკავშირეს.

67 წლის ბიელსა ბოლოს „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელი იყო, სანაკრებო დონეზე კი მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - 1998-2004 წლებში არგენტინის ნაკრებს, ხოლო 2007-2011 წლებში ჩილეს ნაკრებს წვრთნიდა.

ბიელსა ასევე იყო „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ატლასის“, „ველეს სარსფილდის“, „ესპანიოლის“, „ბილბაოს“, „მარსელისა“ და „ლილის“ მწვრთნელი.

0.120041