მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენეგალის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ გარეთ საუთგეიტმა პრესკონფერენცია გამართა:
,,ჩვენ ფავორიტებად მივიჩნევით, თუმცა ეს ერთმატჩიან დაპირისპირებებში არაფერს ნიშნავს. ეს სენეგალის ნაკრებს ზეწოლას საერთოდ არ უხსნის, რადგან ყველა ქვეყანას ამ ეტაპზე გარკვეული ზეწოლა აკისრია.
ჩვენი მიზანი ამ მატჩის ძირითად დროში მოგებაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დამატებითი დრო და პენალტები თავიდან ავირიდოთ, თუმცა თუ ეს მოხდება, ამისთვის ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზად უნდა ვიყოთ და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.
სენეგალის ნაკრებით ნამდვილად გაოცებული ვარ. ისინი აფრიკის ჩემპიონები არიან და ამით ძალიან ამაყობენ, რაც მათ სულისკვეთების ამაღლებაში კიდევ უფრო ეხმარება. მათ შესანიშნავი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. სისემ თავის საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვა და ჩვენ გვესმის ის, თუ როგორი რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ.
ჰარი მაგუაიერმა იცის, რომ მისი დიდი რწმენა გვაქვს, მან ამ ტურნირზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. თავად ისიც გრძნობს გულშემატკივრების მხარდაჭერას და სიყვარულს, რაც წინა შეხვედრაშიც გამოიხატა. იგი ნამდვილად დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის" - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.
ინგლისისა და სენეგალის მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.