ფეხბურთი

1:36 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე დადგა

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, დღეს, 3 დეკემბერს, ნიდერლანდების ნაკრებმა აშშ-ის ეროვნული გუნდი 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ანგარიში მემფის დეპაიმ გახსნა. ეს „ბარსელონას“ 28 წლის ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში გატანილი 43-ე გოლი გახლდათ 85 მატჩში. ამისდაკვალად, მან კლას-იან ჰუნტელარს გადაასწრო (42 გოლი 75 მატჩში) და „სუფთა“ მეორე ადგილზე გავიდა. პირველზე კი რობინ ვან პერსია (50 გოლი 102 შეხვედრაში).

დეპაიმ „ნარინჯისფერთა“ მაისურა პირველად 2013 წლის ოქტომბერში მოირგო. მას შემდეგ მან არა მხოლოდ 43 ბურთი გაიტანა, არამედ 29 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მოქმედი ნიდერლანდელი ფეხბურთელებიდან დეპაის მიღწევასთან ყველაზე ახლოს ჟორჟინიო ვეინალდუმია (26 გოლი 86 მატჩში).

0.114708