ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის დაშვების რბოლა მოიგო, რომელიც შეერთებული შტატების სამთო კურორტ ბივერ კრიკში (შტატი კოლორადო) ჩატარდა. მან გამარჯვება იმის მიუხედავად მოიპოვა, რომ გაციებული იყო. ეს კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რბოლა დასრულდა.
ბივერ კრიკში დაშვების პირველი რბოლა პარასკევს იყო დანიშნული, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. თუმცა შაბათისთვის გამოიდარა და ამჯერად ყველაფერი განრიგის შესაბამისად ჩატარდა. თუმცა იყო იმის საშიშროება, რომ ყველა მონაწილე თავისი ცდის შესრულებას ვერ მოასწრებდა.
ნორვეგიელმა თავისი ცხდა წუთსა და 42.09 წამში დაასრულა და სულ რარაც, 0.06 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ მარკო ოდერმატს. მესამე ადგილზე კანადელი ჯეიმს კრაუფორდი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.79 წამით ჩამორჩა.
ისევე როგორც დაშვებაში, კვირის სუპერ გიგანტის რბოლაშიც, ფავორიტი ოდერმატი იქნება. ომოდტ კილდე კი ისევ გაციებულია და საეჭვოა, ზედიზედ მეორე ჩქაროსნული რბოლის მოგებაც შეძლოს.