ეტლით ფარიკაობაში, ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ხეცურიანმა ნახევარფინალში ბრძოლა მოუგო უკრაინელ ოლგა იესინას ანგარიშით 15:2, ფინალში კი იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა 15:3 და ოქროს მედალი აიღო.
ამავე ტურნირზე ასპარეზობისას, დღეს ნინა თიბილაშვილმა მესამე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. თიბილაშვილმა რაპირით ბრძოლაში მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაამარცხა უნგრელი ამარელა ვერესი ანგარიშით 15:3 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით- ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, ხვალ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებს მაღალი სინჯის მედლის მოსაპოვებლად.