,,სოსიედადის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი, მიმდინარე სეზონში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც მან ,,მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღებაც დაიმსახურა.
ბასკმა ნახევარმცველმა გასულ ზაფხულს ,,სოსიედადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა ახალ კონტრაქტში 60 მილიონიანი გამოსასყიდი თანხაც ჩაიდო, ,,მანჩესტერ იუნაიტედი" კი მზადაა ეს თანხა მის შესაძენად გაიღოს.
ერიკ ტენ ჰააგის გუნდი ამ სეზონში ,,სოსიედადს" ევროპის ლიგაზე დაუპირისპირდა, ნიდერლანდელი სპეციალისტი კი მისი თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და მის შეძენაზე დაფიქრდა.
აღსანიშნავია, რომ სუბიმენდის ტრანსფერით ,,ბარსელონაც" ინტერესდება, შესაბამისად, ბასკი ფეხბურთელის შესაძენად ,,წითელ ეშმაკებს" ბრძოლა მოუწევთ.
მარტინ სუბიმენდის ,,სოსიედადის" გარდა არსად უთამაშია. სან სებასტიანის პირველ კლუბში ბასკ ნახევარმცველს 114 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან თავი 4 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოჩინა.