ფეხბურთი

18:04 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე მარია ხიმენესი შესაძლოა 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

ურუგვაის ნაკრების ცენტრალური მცველი ხოსე მარია ხიმენესი შესაძლოა FIFA-ს წარმომადგენელზე თავდასხმისთვის 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.



FIFA-მ ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ურუგვაისა და განას შეხვედრის დასრულების შემდეგ, ურუგვაელი ცენტრალური მცველი მთავარ მსაჯთან კამათისას საშეჯიბრო დირექტორს იდაყვს ურტყამს თავში. 27 წლის ხიმენესმა მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯებს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართა, რის გამოც მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა FIFA-ს წარმომადგენელზე თავდასხმის გამო შესაძლოა სასჯელი მეტად დამძიმდეს და ,,ატლეტიკო მადრიდის" მცველი 15 მატჩით დაისაჯოს.

ურუგვაის ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურში განა დაამარცხა, მუნდიალს დაემშვიდობა, გუნდის ფეხბურთელები კი მატჩის მიმდინარეობის მთავარი არბიტრის, დანიელ ზიბერტის მისამართით ბევრ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ შეხვედრის დასრულების შემდგომ, ედინსონ კავანი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე VAR-ის მონიტორს ხელს ჰკრავს და ამტვრევს.

0.112406