ფეხბურთი

16:40 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟეზუში და ალექს ტელეში მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები, ალექს ტელეში და გაბრიელ ჟეზუში მიმდინარე მუნდიალზე ვერ ითამაშებენ.

ორივემ ტრავმა კამერუნთან შეხვედრაში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანებები სერიოზულია - ალექს ტელეშს შეიძლება რამდენიმე თვით უქმობა მოუწიოს, ხოლო ჟეზუში სავარაუდოდ 3 კვირა დაისვენებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვისაც დასრულდა.

გარდა ამისა, ჯერჯერობით, ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო პერსონალს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე - როდის დაბრუნება ნეიმარი. „სელესაოს“ ლიდერის გარდა, გაურკვეველია ალექს სანდროს მდგომარეობაც - არცერთს ჯერ ვარჯიში არ დაუწყია.

გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინია დანილოსთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ტრავმირებულია, მაგრამ მერვედფინალური მატჩისთვის დაბრუნება შესაძლოა მოასწროს.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები 5 დეკემბერს, სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.125799