ძიუდო

13:30 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ბრინჯაოს მედალი ტოკიოს გრანდ სლემზე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და სქართველოს ნაკრებს აღნიშნულ შეჯიბრში პირველი მედალი მოუტანა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი და იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ასევე იაპონელ კოსუკე მაშიამასთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა. ლაშა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდევ ერთ იაპონელ მაშუ ბეიკერს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს მამაკაცებში ტოკიოში მეტი წარმომადგენელი არ ჰყოლია, ხოლო ქალთა შორის უმედლოდ დარჩნენ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე და ეთერ ასკილაშვილი. კვირას ტოკიოს გრანდ სლემზე სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.

0.133821