თურქეთის ტელეკომპანია TRT-ზე მატჩის მიმდინარეობისას კომენტატორი გამოცვალეს იმის გამო, რომ მან ეთერში ჰაქან შუქურის სახელი ახსენა.
მაროკოსა და კანადის მატჩში, როდესაც ჰაკიმ ზიეშმა გოლი გაიტანა, კომენტატორმა ალფერ ბაკირჩიღილმა გაიხსენა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი თურქი თავდამსხმელი ჰაქან შუქურია.
მეორე ტაიმში მატჩი უკვე სხვა კომენტატორმა წაიყვანა და განმარტება თუ რატომ მოხდა ცვლილება, არ გაკეთებულა.
ცნობილია, რომ ჰაქან შუქურს თურქეთის ხელისუფლებასთან პრობლემები აქვს და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მტერია, რის გამოც ლეგენდარული ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს.