საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმისა და ქუთაისის "ტორპეფოს" მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. ინფორმაცია აჭარული გუნდის ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცხელდა.
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები.
ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება. შედეგად ხვალინდელ მატჩზე ქუთაისის "ტორპედოსთან "დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ", - წერია განცხადებაში.
გეტყვით, რომ "დინამო" ბათუმი "სამგურალთან" მატჩის მერე მომხდარი ფაქტის გამო დაისაჯა, როდესაც მოედანზე კლუბის ხელმძღვანელები შეიჭრნენ. ამის გამო კლუბის რამდენიმე თანამშრომელს და მათ შორის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ და მატჩებზე დასწრება აეკრძალათ.
გეტყვით, რომ ეროვნულ ჩემპიონატს "დინამო თბილისი" 77 ქულით ლიდერობს, "დინამო" ბათუმი კი მას 1 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურის ყველა შეხვედრა 3 დეკემბერს - 13:30 საათზე დაიწყება.