ტომას მიულერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლას აპირებს. კოსტა რიკასთან მატჩის შემდეგ მან გერმანელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თუ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო გერმანიის ნაკრებში, მაშინ მინდა, ორი სიტყვით ვუთხრა გერმანელ გულშემატკივრებს, რომ დიდი სიამოვნება იყო აქ თამაში. დიდი მადლობა. წარმოუდგენელი მომენტები გამოვიარეთ, იყო ტკივილიც, მაგრამ ყოველთვის გულით ვთამაშობდი.
შედეგი ჩვენთვის აბსოლუტური კატასტროფაა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ კარგი განცდა გვქონდა, მაგრამ სახლში დაბრუნება გვიწევს, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, - თქვა მიულერმა.
შეგახსენებთ, ტომას მიულერი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 122 მატჩში 44 გოლი გაიტანა.