მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში აფრიკული გუნდებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ვალიდ რეგრაგის გუნდმა F ჯგუფში პირველობა 7 ქულით მოახერხა და პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში 7 ქულა დააგროვა. მსგავსი შედეგი მანამდე აფრიკის არცერთ წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია.
აქვე გეტყვით, რომ 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ აფრიკის გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მაროკომდე იგივე ნიგერიის ნაკრებმა გააკეთა.