ფეხბურთი

14:50 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანელი ჟურნალისტი: „კეირუშმა ირანის ნაკრები დაანგრია“

ირანელმა ჟურნალისტმა, ალი ქარიმიმ, მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შესახებ ისაუბრა და უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლუშ კეირუში მწარედ გააკრიტიკა.

„კეირუში მთავრია, ვინც ირანელთა წარუმატბლობაშია დამნაშავე. მან ჩვენი ნაკრები გაანადგურა. ამ გუნდს შეეძლო ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ასე არ მოხდა. იმიტომ, რომ ფეხბურთელები შეშინებულები იყვნენ. სერდარ აზმუნისა და მეჰდი ტარემის „ოქროს თაობამ“ კვლავ ვერაფერს მიაღწია.“ - ციტირებს ქარიმის სიტყვებს Sport24.

შეგახსენებთ, რომ ირანელები B ჯგუფში ასპარეზობდნენ ინგლისის, აშშ-ის და უელსის ეროვნულ გუნდებთან ერთად. მათ მხოლოდ უელსთან გამარჯვება შეძლეს (2:0), აშშ-სთან (0:1) და ინგლისთან (2:6) კი დამარცხდნენ, 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და მუნდიალს დაემშვიდობნენ.

0.125903