ჭადრაკი

13:16 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს რეიტინგ-ჩემპიონატი 2022

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რეიტინგ-ჩემპიონატი შემდეგ სარეიტინგო კატეგორიებში: U1200; U1600; U2000.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 3 000 ლარს შეადგენდა.

ასპარეზობა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა და პრაქტიკულად ყველა სარეიტინგო კატეგორიაში ბოლომდე უშეღავათო ბრძოლა იყო გამართული საპრიზო სამეულისთვის.

ბრწყინვალედ იასპარეზა და პრაქტიკულად დანაკარგის გარეშე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 200-0მდე სარეიტინგო კატეგორიაში გიორგი წანაწყენიშვილმა!

ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა 1600-მდე სარეიტინგო კატეგორიაში ნიკოლოზ დათიაშვილმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1200-მდე სარეიტინგო კატეგორიის ჩემპიონატში ანა ჭიღვარიას აბსოლუტური გამარჯვება! რუსთაველმა გოგონამ შესანიშნავად ითამაშა და ტოლი არ დაუდო ვაჟებს!

U2000

ვაჟები

I ადგილი – გიორგი წანაწყენიშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი გია ქიტესაშვილი) – 8,5 ქულა;

II ადგილი – ვასიკო შაპოვალოვი (ვანი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 6 ქულა;

III ადგილი – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;

ქალები

I ადგილი – მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 4,5 ქულა;

II ადგილი – მარიამ სიჭინავა (თბილისი; მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 4 ქულა;

III ადგილი – ლულუ დიასამიძე (ქობულეთი; მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) – 4 ქულა;

U1600

ვაჟები:

I ადგილი – ნიკოლოზ დათიაშვილი (თბილისი; მწვრტნელი ამირან ჭანტურია) – 7,5 ქულა;

II ადგილი – გიორგი პაპიაშვილი (თბილისი) – 7 ქულა;

III ადგილი – თამაზ თუშიშვილი (თელავი; ნანა იოსელიანი) – 6,5 ქულა;

ქალები:

I ადგილი – მარიამ გვათუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა)- 6,5 ქულა;

II ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 5,5 ქულა;

III ადგილი – ანა მამარდაშვილი (თბილისი; მწვრთნელი სოფო ფხაკაძე) – 5,5 ქულა;

U1200

ვაჟები:

I ადგილი – ანა ჭიღვარია (რუსთავი;მწვრთნელი ინგა ხურცილავა) – 8 ქულა;

II ადგილი – მათე ბერიძე (თბილისი; მწვრთნელი გივი გოგიჩაიშვილი) – 7,5 ქულა;

III ადგილი – ნოდარ ხვედელიძე (თბილისი; ზაზა ჭკუასელი) – 7,5 ქულა;

ქალები:

I ადგილი – ბარბარე სხირტლაძე (თბილისი; მწვრთნელი მაია ლომინეიშვილი) – 6,5 ქულა;

II ადგილი – მარიამ ჭანტურია (თბილისი; მწვრთნელი გოჩა თორია) – 6 ქულა;

III ადგილი – ნინი წივწივაძე (თერჯოლა; მწვრთნელი გია ჭუმბურიძე) – 6 ქულა;

gcf.org.ge

0.115982