10:47 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მარადონას რეკორდი გააუმჯობესა

ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, არგენტინის ნაკრებმა პოლონეთისას 2:0 მოუგო, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში მუნდიალებზე 22-ე მატჩი გამართა და ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 21 შეხვედრა ჩაუტარებია.

ასევე პოლონელებთან მატჩში მესიმ 39-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და მეორე ფეხბურთელი გახდა მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა. მანამდე ლეომ 2018 წლის ტურნირზე ისლანდიელებს ვერ გაუტანა.

პირველი ფეხბურთელი კი ვისაც ორი პენალტი ვერ გაუტანია, განელი ასამოა გაიანი გახლავთ. მან 2006-ში ჩეხებთან, 2010 წელს კი ურუგვაისთან ვერ ივარგა.

0.115326