სხვა

23:25 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი იტალიელი ველომრბოლი რებელინი საგზაო ინციდენტში დაიღუპა

სახელოვანი იტალიელი ველომრბოლი დავიდე რებელინი 51 წლისა, საგზაო ინციდენტის შედეგად დაიღუპა. ის ვენეციასთან ახლოს ვარჯიშობდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

რებელინი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მრბოლი იყო კლასიკურ ერთდღიან რბოლებში. მას საგზაო ველოსპორტში გამორჩეული შვიდი დიდი კლასიკური რბოლა (დღეს მათ მონუმენტებს უწოდებენ) აქვს მოგებული.

2004 წელს მან არდენული კლასიკური რბოლების ტრიპლი შეასრულა - მოიგო ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟი, ფლეშ ვალონი და ამსტელ გოლდი. მასვე ფლერშ ვალონის კლასიკური 2007 და 2009 წლებშიც აქვს მოგებული. 1997 წელს კი კლასიკა სან სებასტიანე და ციურიხის კლასიკური მოიგო.

რებელინიმ 19 ველომარათონზე იასპარეზა, მათგან 12-ჯერ ჯირო დ’იტალიაზე. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის საგზაო რბოლაში, მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ დოპინგის გამოყენებაში ამხილეს და ვერცხლის მედალი ჩამოართვეს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რებელინი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სატვირთოს მძღოლი კი არც გაჩერებულა და მიიმალა.

0.120268