ჩოგბურთი

23:00 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რადუკანუმ მეფისგან ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ, გაერთიანებული სამეფოს საჭეთმპყრობელ მეფე ჩარლზისგან, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო.

რადუკანუმ აშშ-ის ღია პირველობა 18 წლისამ, ორი წლის წინათ მოიგო. მან ზედიზედ 10 შეხვედრაში, სეტის წაგების გარეშე გაიმარჯვა და ფინალში კანადელი თანატოლი ლეილა ფერნანდესი დაამარცხა.

„მისი უდიდებულესობა მეფისგან ასეთი აღიარება დიდი პატივია. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს რადუკანუ, ვისაც მეფემ ორდენი უინძორის სასახლეში გადასცა.

ფლეშინგ მედოუსზე ტრიუმფის შემდეგ, რადუკანუმ WTA-ს ტურზე შარშან პირველი სრული სეზონი ჩაატარა, რომელიც ტრავმების გამო წარუმატებელი გამოდგა. ამის გამო, ამჟამად მას რეიტინგში მხოლოდ 75-ე ადგილი უკავია.

0.11906