ეტლით ფარიკაობაში, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში, ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველომ ნახევარფინალში იტალიის ნაკრები დაამარცხა 45:23, ფინალურ ბრძოლაში კი უკრაინის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 45:42, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი,
აქვე გეტყვით, რომ ქართველი პარამოფარიკავეები განაგრძობენ ასპარეზობას პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.