სხვა

0:35 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი რუსეთის და ბელარუსის მთავრობებისთვის დაწესებული სანქციების ძალაში დატოვების მომხრეა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რუსებისა და ბელარუსებისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის და ბელარუსის მთავრობებისთვის დაწესებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს. მათ შორის, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ფედერაციებმა არ აღიარონ სპორტული შეჯიბრებები რუსეთში და ბელარუსში. ასევე ძალაში უნდა დარჩეს სპორტულ ღონისძიებებზე ამ ქვეყნების სიმბოლიკის დემონსტრირების აკრძალვა," - საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ფორუმის მონაწილეებს თომას ბახის წერილობითი მიმართვა გააცნო IOC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნგ სერ მიანგმა.

IOC-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ასპარეზობებზე დაშვების გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული პრინციპით უნდა მოხდეს, რადგან "სანქციები გამოყენებული უნდა იყოს ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლებზე, ასეთები კი არიან რუსეთის და ბელარუსის მთავრობები."

GEONOC.ORG.GE

0.138623