ფეხბურთი

20:10 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრები დატოვა

ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლოს კეირუში გადადგა. ინფორმაცია პორტუგალიელმა მწვრთნელმა გაავრცელა და ირანის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

კეირუშმა გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ირანი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. 69 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ირანის ნაკრებმა უელსი 2:0 დაამარცხა, მაგრამ ინგლისთან 2:6 და აშშ-სთან 0:1 წააგო, რის შედეგადაც, ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

კარლოს კეირუში ირანის ნაკრებში მიმდინარე წლიდან მუშაობდა. მანამდე ის ირანის ნაკრებს 2011-2019 წლებშიც ავარჯიშებდა და გუნდი 2014 და 2018 წლის მუნდიალზეც ათამაშა, მაგრამ ჯგუფიდან ვერცერთხელ გაიყვანა.

პორტუგალიელის სამწვრთნელო კარიერაში ასევე ყოფილა პორტუგალიის ნაკრებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრები, მადრიდის „რეალი“, სამხრეთ აფრიკის ნაკრები, კოლუმბიისა და ეგვიპტის ნაკრებები. ასევე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო.

0.118935