ნიდერლანდების ნაკრების და ,,პსვ ეინდჰოვენის" შემტევი კოდი გაკპო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოიყურება, რის გამოც ინგლისური ,,მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება დაიმსახურა.
კოდი გაკპომ კატარის მუნდიალზე ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში პირველ 3 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, რითიც ერიკ ტენ ჰააგის ყურადღება მეტად მიიქცია. The Sun-ის ინფორმაციით, ,,წითელი ეშმაკები" აღარ აპირებენ ნიდერლანდელი ტალანტის შესაძენად ზაფხულამდე მოცდას და გეგმავენ, რომ ,,პსვ ეინდჰოვენს" ზამთარშივე მიმართონ წინადადებით.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს ,,აიაქსიდან" უკვე შეიძინა ანტონი, თუმცა ერიკ ტენ ჰააგისთვის გაკპოს ვარიანტი მაინც მიმზიდველი ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, ,,წითელი ეშმაკების" გარდა ნიდერლანდელის შეძენით კიდევ რამდენიმე კლუბი ინტერესდება.