კალათბურთი

13:45 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადავიდა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბნეი ჰერცლიას" წინააღმდეგ მატჩში 18 ქულა ჩააგდო და ტურნირის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადავიდა.



შერმადინს გუშინდელი წარმატებული მატჩის შემდეგ 746 ქულა დაუგროვდა, რითაც ,,ჰაპოელ თელ ავივის" ამერიკელ კალათბურთელს, ჯეი ქოვან ბრაუნს გადაასწრო. ბომბარდირთა სათავეში 996 ქულით ჩეხი ვოიცეხ ჰრუბანია, რომელიც ამჟამად ბრიტანული ,,ლონდონ ლაიონსის" ღირებას იცავს, თუმცა ეს გუნდი ტურნირზე არ მონაწილეობს.

შერმადინმა ,,ბნეი ჰერცლიას" წინააღმდეგ მატჩში 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. „ლენოვო ტენერიფე“ 3 მოგებით და 1 წაგებით H ჯგუფს ლიდერობს და მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „პერისტერის“ უმასპინძლებს.

0.121448