ფეხბურთი

12:24 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგედია კოლუმბიაში - 22 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

22 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი ანდრეს ბალანტა, რომელიც ,,ატლეტიკო ტუკუმკანის" ღირსებას იცავდა, ვარჯიშის დროს მინდორზე დაეცა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.



ბალანტა გუნდის წინასასეზონო მოსამზადებელ სესიაში იღებდა მონაწილეობას, როდესაც გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. გუნდის ექიმები დროულად მივიდნენ ფეხბურთელთან დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც სამედიცინო ჯგუფი 40 წუთის განმავლობაში ცდილობდა მის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.

კოლუმბიის მედიის ინფორმაციით, ბალანტას ,,დეპორტივო კალიში" თამაშის დროსაც წაუვიდა მოედანზე გული. 22 წლის ფეხბურთელმა კარიერა სწორედ ,,დეპორტივო კალიში" დაიწყო, არგენტინულ ,,ატლეტიკო ტუკუმკანში" კი იჯარით თამაშობდა. მას კოლუმბიის 17, 20 და 23-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

0.118086