მსოფლიო თასის ხელმძღვანელმა, ჰასან ალ-ტავადიმ განაცხადა, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის დროს მხოლოდ 400-500 მიგრანტი გარდაიცვალა.
,,ერთი სიკვდილიც კი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, ყოველ წელს მშენებლობაზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პირობები უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასეა, იქ სადაც ჩვენ ვაგებთ პასუხს. ზუსტი პასუხი მე არ მაქვს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე დაახლოებით 400-500 მიგრანტი დაიღუპა." - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელმა.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სინამდვილეში კატარის სტადიონების მშენებლობაზე დაღუპულ მუშათა რიცხვი დაახლოებით 6-დან 15 ათასამდე მერყეობს.