ფეხბურთი

10:19 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან პულიშიჩი 1/8 ფინალისთვის მზად იქნება

აშშ-ის ნაკრების ლიდერმა, კრისტიან პულიშიჩმა ირანის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლის დროს დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, თუმცა გაირკვა, რომ მისი ტრავმა არც ისე სერიოზულია და ის მერვედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.



ლონდონის ,,ჩელსის" შემტევი ირანთან მატჩის 38-ე წუთზე გატანილი გოლის დროს მეტოქის მეკარე ბეირანვანდს შეეჯახა და დაზიანება მიიღო, რის გამოც შესვენებაზე აშშ-ის მთავარ მწვრთნელს, გრეგ ბერჰალტერს მისი შეცვლა მოუწია. ამერიკელმა 10-იანმა გამოკვლევები ჩაიტარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მას მენჯის ძვლის დაზიანება აქვს, თუმცა მხოლოდ 2-3 დღის უქმობა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ის თავის გუნდს დაეხმარება.

B ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა სწორედ კრისტიან პულიშიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და მომდევნო ეტაპზე მეორე ადგილით გავიდა, სადაც მათი მეტოქე A ჯგუფის პირველადგილოსანი, ნიდერლანდები იქნება. მატჩი 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

0.159582