ფეხბურთი

0:56 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მსაჯთა ბრიგადა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩზე პირველად იმუშავებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრას (მამაკაცების მუნდიალზე) ისტორიაში პირველად ქალი არბიტრები იმსაჯებენ.

გერმანიისა და კოსტა რიკის თამაშის მთავარი მსაჯი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება, ხოლო მისი ასისტენტის ფუნქციებს მექსიკელი კარენ დიასი და ბრაზილიელი ნეუზა ბაკი შეასრულებენ.

ფრაპარი ძალიან გამოცდილი არბიტრია, რომელმაც უკვე იმუშავა ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებზე, ასევე იმსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი და ევროპის სუპერთასი 2019 წელს, ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის.

აქვე გეტყვით, რომ გერმანიისა და კოსტა რიკის მატჩი 1 დეკემბერს გაიმართება.

0.135048