ფეხბურთი

23:48 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვება გარდაცვლილ ბუბა დიოპს მიუძღვნეს

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა ეკვადორთან გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა სენეგალური ფეხბურთის ლეგენდას, აწ გარდაცვლილ პაპა ბუბა დიოპს მიუძღვნეს.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც დიოპი იყო გამოსახული და ეწერა: „ნამდვილი ლომი არასდროს კვდება“.

პაპა ბუბა დიოპი ზუსტად 2 წლის წინ, 2020 წლის 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და ეს ჟესტიც ამას ემსახურებოდა. მოგეხსენებათ, დიოპი სენეგალის ნაკრების წევრი იყო 2002 წლის მუნდიალზე და ამ ქვეყნის ისტორიაში სადებიუტო მატჩში მსოფლიოს ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მან გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0).

შეგახსენებთ, სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდან ისტორიაში მეორედ და 2002 წლის შემდეგ პირველად გავიდა. პაპა ბუბა დიოპმა სენეგალის ნაკრებში 63-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. 2020 წელს კი, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.142891