ბრაზილიის ნაკრების მცველი ალექს სანდრო კამერუნთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ინფორმაცია „სელესაოს“ სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა.
ალექს სანდროს კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც შვეიცარიასთან შეხვედრაში მიიღო. ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტი ხარისხი უცნობია, შესაბამისად, ისიც, ითამაშებს თუ არა, პლეი-ოფში.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრებს ტრავმების გამო მანამდე ნეიმარი და დანილო გამოაკლდნენ.