წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „დინამო თბილისმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა ბერძნულ გრანდს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სოლიდური სხვაობით, 9:21 წააგო.
ბერძნებმა სამი პერიოდი მოიგეს, თანაც ძალიან დამაჯერებლად და მხოლოდ მეოთხე პერიოდი დასრულდა ფრედ (3:3), როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. ამრიგად, „დინამომ“ მეორე მატჩიც წააგო.
„დინამო თბილისს“ ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, „ვოულიაგმენისთან“ გამართავს.