ფეხბურთი

17:29 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი "შახტარის" ფეხბურთელია

თბილისის „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ მცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა და შესაბამისად, გიორგი გუნდს ზამთარში შეუერთდება.

გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და 85 მატჩში 8 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა.

მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა და ასევე არის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის მაისურით 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.122496