„პარი სენ-ჟერმენის“ ყატარელმა მფლობელმა და პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის სამშობლოში მიმდინარე ტურნირს ისეთი ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც იქ არასოდეს ყოფილან.
„ჩვენ იდეალურები არ ვართ, შეცდომებიც დავუშვით, ისევე როგორც ყველა უშვებს. მაგრამ როგორც საზოგადოება და ერი, მგონი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვვითარდებით. გულს ის მტკენს, რომ ყატარს აკრიტიკებენ ადამიანები, რომლებიც იქ არასოდეს ყოფილან. არ მესმის მათი.
უნდა ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ ყველაფერი. აქაური ხალხი, კულტურა, ღირებულებები და მოკრძალება, რომელიც გვაქვს. მთელი ყატარი მიესალმება მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს. მათ სახლებს და გულებს ვუღებთ. ეს ჩვენი კულტურის და ტრადიციის შემადგენელია. ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც უცნობ ადამიანს შინ არ მიიპატიჟებ.“ - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს Marca.