ფეხბურთი

11:52 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ყატარის მუნდიალის საუკეთესოები პოზიციების მიხედვით დაასახელა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, რომელიც ყატარში იმყოფება, ჟურნალისტების თხოვნით მუნდიალის ჯგუფირი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა პოზიციების მიხედვით - გვამცნობს Sport.es.

ჩავის სია ასეთია:

საუკეთესო შემტევი - რიშარლისონი.

ყველაზე გამორჩეული ტალანტები - ჯამალ მუსიალა და პედრი.

საუკეთესო ცენტრალური მცველები - დაიო უპამეკანო და იბრაჰიმა კონატე.

გამორჩეული ფლანგის მცველი - ჟორდი ალბა.

საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გასტანს, ტურნირის ჯგუფური ეტაპი კი 2 დეკემბერს დასრულდება. დღეს, 29 ნოემბერს, მესამე ტურის მატჩები იწყება.

თეგებიჩავი
0.124973