10:53 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია - შვეიცარიის მატჩს ნეიმარი სიცხის გამო ვერ დაესწრო

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, რომელიც ტრავმას იშუშებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბრაზილიისა და შვეიცარიის მეორე ტურის მატჩს ვერ დაესწრო. მას სიცხემ აუწია - გვამცნობს მისი თანაგუნდელი, ვინისიუსი.

„ნეიმარი შეუძლოდ იყო და მატჩს ამიტომ ვერ დაესწრო. მას არა მხოლოდ ტრავმა აწუხებს. თამაშის წინ სიცხემ აუწია, თავს ცუდად გრძნობდა. ვიმედოვნებთ მალე გამოჯანმრთელდება“ - ციტირებს ვინისიუსის სიტვებს Get French Football News.

28 ნოემბერს ბრაზილიამ შვეიცარია 1:0 დაამარცხა, 6 ქულა მოაგროვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის საგზური. მომდევნო მატჩს ისინი 2 დეკემბერს გამართავენ კამერუნის ეროვნულ გუნდთან.

0.114072