ავტოსპორტი

0:15 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

როს ბრაუნი პენსიაში გადის

როს ბრაუნმა, ვინც ერთ დროს მიხაელ შუმახერთან ერთად, „ფერარის“ ისტორიას რამდენიმე ტიტულით გაამდდრა, მერე კი საკუთარ გუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, „მერსედესშიც“ იმუშავა და ბოლოს ფორმულა 1-ის სპორტული დირექტორი იყო, დიდი პრიზების ცირკს ტოვებს.

ბრაუნმა გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ”მე მიყვარდა ის, რასაც ბოლო წლებში ვაკეთებდი. ბოლოს ისე აღარ მსურდა გუნდის წევრობა. ამას საკმარისზე მეტად ვაკეთებდი. ეს სამუშაო, რაც სპორტის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას მაძლევდა, იყო ერთადერთი რამ, რასაც ჩემი დაინტერესება შეეძლო. ძალიან გამიმართლა, როდესაც ლიბერტიმ ასეთი შესაძლებლობა მომცა. ახლა კი დადგა მომენტი, როცა უნდა წავიდე“, - ამბობს ბრაუნი.

ის დასძენს, რომ „ლიბერტის“ გარჯის წყალობით, ფორმულა 1 სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. და მოგებაც განუხრელად იზრდება. და ამაში 68 წლის ბრაუნს დიდი წვლილი მიუძღვის.

„2026 წელს ტრასებზე ახალი მანქანები გამოვა. მაგრამ მანამდე ოთხი წელია. ჩემი საზომით ეს ბევრი დროა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ხელმძღვანელობას სხვა ხალხი გადაიბარებს. დარწმუნებული ვარ, ფ1-ს ფეხზე მყარად მდგარს ვტოვებ. ჩემი 46-წლიანი კარიერის ყველა წუთი მიყვარს. გამიმრთლა და სახელოვან გუნდებში, დიდ მრბოლებთან და შესანიშნავ ხალხთან ვიმუშავე“, - დასძენს ბრაუნი და დასძენს:

„ჩემს განვლილ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. და ეს ყველაფერი არ იქნებოდაჩემი მეუღლის და ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. მათ გარეშე, მე ამ ყველაფრის კეთებასაც არ ვისურვებდი. ამიერიდან, ფორმულა 1-ს სავარძელზე მჯდარი ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივი ქომაგი. მთავარია, კმაყოფილი ვიქნები იმით, რომ ჩვენი სპორტი შესანიშნავ ფორმაშია და მას ფანტასტიური მომავალი აქვს“.

0.14093