ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და გუნდს „კასტელ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეუერთდება.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულ შეკრებაზე მის წასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, Sky Sport-ი იტყობინება, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად შეკრებაზე წავა.
„ნაპოლი“ თურქეთში სავარაუდოდ 1 დეკემბერს გაემგზავრება და იქ ორი კვირის განმავლობაში მოემზადება, სადაც ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.