საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა IWAS-ის (ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის ფედერაციის) მიერ ორგანიზებული პარა წოლჭიმში პორტუგალიის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
შვიდი მედალი ერთი ტურნირიდან. ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, სამი ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალია.
აკაკი ჯინჭარაძემ +107 კგ.წონით კატეგორიაში 231 კგ. აწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ოქროს მედალი მოიპოვა აჰმად რაზმ აზარმა -80კგ.წონში 206 კგ.ჩათვალა და პირველ ადგილზე გავიდა. ამ შედეგებით ჯინჭარაძე მსოფლიო რეიტინგში მესამე, რაზმ აზარი მეოთხე ადგილზეა. ამავე ტურნირზე ნათელა გამიდოვამ -67კგ.წონაში 58კგ. ჩათვალა და ვერცხლის მედალი აიღო.
შოთა ომარაშვილმა -80 კგ.წონაში 151კგ.აწია და მეორე ადგილზე გავიდა. იაგო გორგოძემ -107კგ.ში 180 კგ.ჩათვალა და ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. ბრინჯაოს მედლები ნინო საბაშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ მოიპოვეს. საბაშვილმა -67კგ.ში 48 კგ.ჩათვალა. ლაცაბიძემ +107კგ.ში 180 კგ. აწია.