კალათბურთი

21:33 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილი ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ „მურსიაში“ გააგრძელებს და ლიგა ენდესაში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც „მურსიას“ განცხადებაშია აღნიშნული, ანდრონიკაშვილთან დროებითი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება, თუ ესპანელები ქართველის თამაშით კმაყოფილები დარჩებიან.

21 წლის კალათბურთელი ბოლოს ამერიკის კოლეჯში, „კრეიტონის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „ბასკონიას“ აკადემიასა და „ბურგოსის“ ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ „მურსიაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თად მაკფადენიც თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. „მურსია“ ლიგა ენდესაში 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით და 5 წაგებით მე-12 ადგილზეა, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

0.129368