ბელგიის ნაკრების ლიდერმა კევინ დე ბრუინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს მიმდინარე მუნდიალის მოგების შანსი არ აქვს და მათ ეს შესაძლებლობა 2018 წელს უნდა გამოეყენებინათ.
,,ჩვენი შანსი 2018 წელს იყო. კარგი გუნდი გვყავს, თუმცა ასაკში შევდივართ. ბევრი საკვანძო მოთამაშე დავკარგეთ. ჩვენს ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოდის, თუმცა იმ დონეზე არ არიან, როგორც ჩვენ 2018 წელს ვიყავით. ამ მუნდიალს ჩვენ ვერ მოვიგებთ" - განაცხადა დე ბრუინმა.
ბელგიის ნაკრებმა კატარის მუნდიალი კანადის წინააღმდეგ რთული გამარჯვებით გახსნა, სადაც დე ბრუინი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ვერ მიხვდა ეს ჯილდო რატომ გადასცეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს წითელი ეშმაკები 27 ნოემბერს, 17:00 საათზე გამართავენ.