ფეხბურთი

16:19 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ ტუნისს მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეორე ტურმა სტარტი D ჯგუფშიც აიღო, სადაც ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაიჩინა.

პირველ ტურში ავსტრალია საფრანგეთთან უშანსოდ დამარცხდა, ხოლო ტუნისმა ძლიერ დანიას არაფერი დაუთმო და ქულა მოიპოვა. თუმცა, ამჯერად ავსტრალია უკეთესი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და გამარჯვებაც მოიპოვა. 23-ე წუთზე მიტჩელ დუკიმ თავით გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ტუნისს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ავსტრალიას ორ ტურში 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში დანიასთან მისთვის ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება, ხოლო ტუნისი 1 ქულითაა და ბოლო ტურში საფრანგეთთან თამაში მოუწევს.

ტუნისი - ავსტრალია 0:1 (0:1)

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

ტუნისი (3-4-3): დაჰმენი; ბრონი (კეჩრიდა 73), მერია, ტალბი; დრაგერი (სასი 46), სხირი, ლაიდუნი (ხაზრი 67), აბდი; სლიტი, ჯებალი (ხენისი 73), მსაკნი

მწვრთნელი: ჯალელ კადრი

ავსტრალია (4-4-2): რაიანი; კარაჩიჩი (დეგენეკი 75), სუტარი, როვლესი, ბეჰიჩი; ლეკი (ბაკუსი 85), ირვინი, მუი, გუდვინი (მაბილი 85); დუკი (მაკლარენი 64), მაკგრი (ჰრუსტიჩი 64)

მწვრთნელი: გრეჰემ არნოლდი

გოლი: 0:1 დუკი (23)

გაფრთხილება: ლაიდუნი (26), აბდი (64), სასი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

1. საფრანგეთი 1 1 0 0 4 1 3 3
2. ავსტრალია 2 1 0 1 2 4 -2 3
3. დანია 1 0 1 0 0 0 0 1
4. ტუნისი 2 0 1 1 0 1 -1 1
0.114186