ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე არა მარტო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საუბრობს, არამედ საკუთარი Twitch-ი აქვს, სადაც ყოველი დღის ბოლოს ერთვება და გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს.
„ფურია როხას“ თავკაცს ჰკითხეს, უკრძალავს თუ არა მატჩის წინ ფეხბურთელებს სექსს, რაზეც უპასუხა, რომ არა, რადგან ეს მათი პირადი საქმეა.
„აკრძალვა სასაცილოა. სექსი თამაშის წინ სრულიად ნორმალურად მიმაჩნია. ცხადია, ორგია არ არის იდეალური, მაგრამ მოთამაშეები თუ მატჩის წინა ღამეს სახლში არიან, შეუძლიათ სექსი ჰქონდეთ, ეს საერთოდ არ მაწუხებს, თავის პარტნიორებთან რაც სურთ, იმას გააკეთებენ, ნორმალურია. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი და მატჩისწინა ღამეს სახლში ვიყავი, ჩემს მეუღლესთან ერთად იმას ვაკეთებდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
ცნობილია ამბავია, რომ ლუის ენრიკეს შვილი ფერან ტორესის შეყვარებულია. ესპანელ სპეციალისტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა, რას გააკეთებს თუ ფერან ტორესი გოლს ბავშვის საწოვარას ჟესტით აღნიშნავს:
„თუ გოლს გაიტანს და საწოვარას ჟესტს გააკეთებს, მაშინვე შევცვლი და ტრიბუნაზე გავუშვებ, სტადიონსა და მოედანზე კი ფეხს აღარ შევადგმევინებ. არ ვხუმრობ!“, - უპასუხა ლუის ენრიკემ გულშემატკივარს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში კოსტა რიკა 7:0 გაანადგურა, ხოლო მეორე ტურში 27 ნოემბერს, გერმანიის ნაკრებს შეხვდება.