"პარმას" ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა და ირანელი ფეხბურთელები გაამხნევა.
როგორც ბუფონმა თქვა, ისინი თავიანთი სიმამაცით ისტორიაში დარჩებიან და თავისუფლებისთვის მებრძოლი თანამემამულეებისთვის გმირები არიან.
„თქვენი სიმამაცით ისტორიაში დარჩებით. დღევანდელი გამარჯვება იმედისა და სიძლიერის ნიშანია მათთვის, ვინც თქვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძვის. ბევრი ადამიანისთვის გმირები ხართ, ჩემთვის კი მაგალითი“, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირანში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა თანამემამულეებს მხარი მსოფლიოს ჩემპიონტიდან დაუჭირეს.