ფეხბურთი

17:41 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს
ბრაზილიის ნაკრებს დანილოც გამოაკლდა

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი სავარაუდოდ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ვერ დაეხმარება, მაგრამ პლეი-ოფისთვის მზად იქნება. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

ნეიმარი შვეიცარიასთან მატჩს გამოტოვებს და სავარაუდოდ, არც კამერუნთან იქნება, მაგრამ წესით, „სელესაოს“ ამ შეხვედრებში არც მის გარეშე გაუჭირდება. მერვედფინალისთვის კი მან გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

„რწმენა უნდა გქონდეს, უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - დაწერა ნეიმარმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კოჭის ტრავმა სერბეთთან შეხვედრაში მიიღო და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. ნეიმარის გარდა, ბრაზილიის ნაკრებს დანილო გამოაკლდა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით ჯგუფურ ეტაპზე ასევე ვერ ითამაშებს.

0.120665