ფეხბურთი

17:09 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე: ერვე რენარის ემოციური საუბარი ფეხბურთელებთან (+VIDEO)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრების გასახდელში, არგენტინასთან მატჩის შესვენების დროსაა გადაღებული, როცა აზიელები 0:1 მარცხდებოდნენ.

ფრანგი მწვრთნელი ერვე რენარი ფეხბურთელებს ძალიან გაბრაზებული, როგორც ფრანგულ, ისე ინგლისურ ენაზე ელაპარაკება და მის სიტყვებს თარჯიმანი არაბულად თარგმნის.

„რას ვაკეთებთ? სალემ, ეს არის შენი პრესინგი? რა გინდათ? მესისთან ფოტო? მასზე პრესინგი უნდა ითამაშოთ, როცა ბურთი აქვს და ამის ნაცვლად თქვენ მას უბრალოდ უყურებთ. როცა მესის ბურთი აქვს, ყველანი დგახართ და უყურებთ! თუ ფოტოს გადაღება გსურთ, ამოიღეთ ტელეფონები. ვერ ამჩნევთ, რომ გოლის გატანა შეგვიძლია? ისინი მოდუნუბული თამაშობენ! ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველაფერი უნდა გაიღოთ! 45 წუთი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება!“, - ეუბნება რენარი ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინას 2 გოლი გაუტანა და 2:1 გაიმარჯვა.

0.125892