„რეჯინას“ მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:
„ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. სპალეტის უნდა მივულოცო, რადგან მან გუნდს მკაფიო პროფილი მისცა და კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგი ტრანსფერები გააკეთა. უცნობი ფეხბურთელები დაიმატეს, განსაკუთრებით კვარაცხელია, მაგრამ ქართველი წარმოუდგენლად თამაშობს“, - განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა.