ფეხბურთი

11:47 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "წინ კიდევ 6 ფინალი გველის"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა სერბეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგი დასაწყისია, მაგრამ წინ კიდევ 6 ფინალი ელოდებათ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით, კარგად დავიწყეთ - გამარჯვებით. 22 წელი ველოდი ამ მომენტს და აქ მოხვედრას. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, წინ კი 6 ფინალი გვაქვს. რიშარლისონის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გასახდელში ველაპარაკე და ვუთხარი, რომ როცა მომენტი ექნება, უნდა გაიტანოს. აქ ჩვენს დასახმარებლადაა და ამისთვის ყოველთვის მზადაა“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა სერბეთი 2:0 დაამარცხა, მეორე ტურში კი 28 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

0.115157