ფეხბურთი

23:06 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემმა შესაძლოა "მანჩესტერი" შეიძინოს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა დევიდ ბექჰემმა შეიძინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გლეიზერების ოჯახი „იუნაიტედს“ ყიდის, მაგრამ 7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ. ბექჰემისთვის ეს თანხა ძალიან ძვირია, თუმცა ის დამატებით ინვესტორებს ეძებს, რათა მათი დახმარებით კლუბი შეიძინოს.

მოგეხსენებათ, ბექჰემისთვის საფეხბურთო ბიზნესი უცხო არაა, ის უკვე ფლობს ამერიკაში, „ინტერ მაიამის“.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1992-2003 წლებში თამაშობდა და 394 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა.

0.072291