ფეხბურთი

12:37 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა. ყატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანელებმა კოსტა-რიკას 7:0 მოუგეს. ამ შეხვედრაში მათ ბურთი 81,7 % ხანგრძლივობით ეპყრათ და ამ მაჩვენებლით არგენტინის ნაკრების რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარეს ბერძნების წინააღმდეგ - 80,3 %.

კოსტა-რიკასთან და ესპანეთთან ერთად E ჯგუფში გერმანიისა და იაპონიის ნაკრებები ასპარეზობენ. პირველ შეხვედრაში ამომავალი მზის ქვეყნის კრებულმა სენსაციურად დაამარცხა ბუნდესნაკრები (2:1).

მეორე ტურში, 27 ნოემბერს, იაპონია - კოსტა-რიკას შეხვდება, გერმანია კი - ესპანეთს.

0.115526