ფეხბურთი

11:52 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა-რიკამ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა

ყატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, კოსტა-რიკის ნაკრებმა ესპანეთთან 0:7 წააგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ფერნანდო სუარესის შეგირდებს მეტოქის კარში არცერთხელ დაურტყამთ.

ეს მხოლოდ მეორე მსგავსი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, 1966 წლის შემდეგ (მანამდე ასეთ სტატისტიკას არ ითვლიდნენ) - გვამცნობს პორტალი Opta Sports.

საინტერესოა, რომ პირველი შემთხვევაც კოსტა-რიკის ეროვნულ გუნდს უკავშირდება. 1990 წლის მუნდიალზეც, ბრაზილიასთან წაგებულ შეხვედრაში (0:1), ცენტრალურამერიკელებს არცერთხელ დაურტყამთ კარში.

ამავე E ჯგუფში იაპონელებმა სენსაციურად მოუგეს გერმანიის ნაკრებს (1:2). მეორე ტურში, 27 ნოემბერს, კოსტარიკელები სწორედ ამომავალი მზის ქვეყნის კრებულს შეხვდებიან.

0.122774